საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 639. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოების წესი
1. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოება ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესებით და ქვემოთ მოყვანილი მუხლების მიხედვით.
2. არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმის წარმოების წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 18 წლის შესრულებამდე. 18 წლის შესრულების შემდეგ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა და სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება ამ კოდექსით დადგენილი საერთო წესების შესაბამისად. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
