საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ, განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
2.საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას დგება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
3.საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის დასახელება; ბ) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; გ) ოქმის შემდგენი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი და გვარი; დ) სამართალდამრღვევი პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (მისი არსებობის შემთხვევაში), ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი); ე) საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი.
4.თუ ჯარიმის დარიცხვისათვის საჭიროა გაანგარიშება, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირი ადგენს ცნობას ჯარიმის თანხის გამოანგარიშების თაობაზე, რომელიც ოქმის განუყოფელი ნაწილია.
5.საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაცნობად წარედგინება სამართალდამრღვევ პირს. მას უფლება აქვს წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას.
6.საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ: საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევი პირი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე მოწმეები მათი არსებობის შემთხვევაში.
7.თუ სამართალდამრღვევი პირი ხელს არ აწერს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
8.საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი ბარდება სამართალდამრღვევ პირს.
9.საგადასახადო შემოწმებისას გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევა ფიქსირდება საგადასახადო შემოწმების აქტში (ამ შემთხვევაში არ დგება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი).
10.საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს: ა) განეკუთვნება თუ არა საქმე შესაბამისი საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას; ბ) გამოთხოვილია ან/და მიღებულია თუ არა პირისაგან დამატებითი დოკუმენტები; გ) შედგენილია თუ არა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად; დ) ჩადენილია თუ არა პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევა; ე) ექვემდებარება თუ არა პირი ამ კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
11.თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში არ ფიქსირდება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი ან ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში პირს სანქცია არ დაეკისრება.
12.საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცემს ბრძანებას, რომელიც დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს ადრესატს. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ გამოცემული ბრძანება ბათილია.
13.საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების, განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2546 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.28 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5984 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.70 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
Изменения, которые прошла эта статья
Specifies the declaration submission process for individuals, including deadlines and options for joint declarations.
акт об изменении №17458Sets a 30-day deadline for the tax authority to issue a final decision based on a tax audit act.
акт об изменении №22054Details the process for handling tax disputes and appeals.
акт об изменении №1336Revises the procedure for handling tax violation cases, specifying that a Tax Violation Act is drawn up by authorized tax inspection officials.
акт об изменении №25414Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.