Статья 50. პასუხისმგებლობა წიაღის კანონის დარღვევისათვის
1. გარიგება, რომელიც აშკარად თუ ფარულად არღვევს ამ კანონს, ბათილია.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობა დაეკისრებათ პირებს, რომლებმაც: ა) დადეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება, აგრეთვე მათ, ვინც წიაღით თვითნებურად ისარგებლა; ბ) დაარღვიეს წიაღით სარგებლობის ნორმები, აგრეთვე წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესები და ნორმები; გ) განახორციელეს წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობების თვითნებური განაშენიანება; დ) დაარღვიეს წიაღის დაცვის, აგრეთვე წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე ზეგავლენისაგან ბუნებრივი გარემოს, შენობებისა და ნაგებობების დაცვის მოთხოვნები; ე) ხელყვეს ისტორიისა და კულტურის ძეგლები, მათი ტერიტორიები და დაცვითი ზონები; ვ) დაარღვიეს გეოლოგიური ინფორმაციის საკუთრების უფლება; ზ) მოსპეს ან დააზიანეს მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვების სარეჟიმო ჭაბურღილები, აგრეთვე სამარკშეიდერო და გეოდეზიური ნიშნები; თ) დაარღვიეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს სხვადასხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების ლიკვიდაციისა და კონსერვაციის წესები და ნორმები; ი) დაარღვიეს მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ნიადაგის რეკულტივაციის წესები და ნორმები; კ) ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს შეგნებულად მიაწოდეს დაგვიანებული ან ცრუ ინფორმაცია წიაღის შესახებ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
წიაღის შესახებ
