სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.შესაბამისობის შემფასებელი პირი, რომელიც სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში საკუთარ განსაზღვრულ ფუნქციებს შესასრულებლად გადასცემს ქვეკონტრაქტორ ან შვილობილ ორგანიზაციას, ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ ეს ორგანიზაციები აკმაყოფილებდნენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2.შესაბამისობის შემფასებელი პირი პასუხისმგებელია მისი ქვეკონტრაქტორისა და შვილობილი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების გადაცემა ქვეკონტრაქტორი ან შვილობილი ორგანოსთვის შესაძლებელია მხოლოდ დამკვეთის (პროდუქტის მფლობელი) თანხმობის შემთხვევაში.
4.შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, აკრედიტაციის ცენტრისათვის წარსადგენად შეინახოს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს ქვეკონტრაქტორებისა და შვილობილი ორგანიზაციების კვალიფიკაციის შეფასებას და რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.