ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
Статья 16. მესამე პირი / შუამავალი
1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, ინახავს ინფორმაციას (დოკუმენტს) და ექვემდებარება რეგულირებას/ზედამხედველობას. ანგარიშვალდებულმა პირმა მესამე პირი/შუამავალი მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე უნდა შეისწავლოს და უნდა განსაზღვროს მესამე პირზე/შუამავალზე დაყრდნობის რისკი. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მესამე პირს/ შუამავალს აქვს სათანადო შესაძლებლობები, რათა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისა და ინფორმაციის (დოკუმენტის) შენახვის ვალდებულებები ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად შეასრულოს. მესამე პირის/შუამავლის მიერ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის საბოლოო პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულ პირს ეკისრება.
