ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას ( შემდგომ – რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა ) მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის ( შემდგომ – უწყებათაშორისი კომისია ) წარდგინებით .
2. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზნებია : ა ) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენა , ანალიზი და შეფასება ; ბ ) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი საკანონმდებლო , ინსტიტუციური და სხვა ღონისძიებების განხორციელება ; გ ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი სახელმწიფო რესურსების პრიორიტეტული განაწილების ხელშეწყობა .
3. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა უნდა განახლდეს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ.
4. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა საჯაროა და ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , გარდა იმ ნაწილისა , რომელიც შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას ან სახელმწიფო საიდუმლოებას ან რომლის გამოქვეყნებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას , შელახოს საქართველოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები ან სხვა საჯარო ინტერესები . საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ