საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
Статья 9. (ამოღებულია)
Сравнить редакции
1. ეესგ განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებებს და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებს. 2. ეესგ უნდა მოიცავდეს: ა) ქვეყნის მიერ ენერგიის მოხმარების შეფასებას და მის წარდგენას; ბ) გრძელვადიან მიზნებს (ენერგოდანაზოგების ეროვნული ჩარჩოს ჩათვლით), ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებს და შესაბამის ინდიკატორებს; გ) ენერგიის დაზოგვის ეროვნულ სამიზნე მაჩვენებელს; დ) ეესგ-ის დადგენილ ვადაში განხორციელებისთვის პასუხისმგებელ ორგანოებს; ე) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებს, ენერგეტიკული და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად; ვ) არსებული შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების გეგმას; ზ) თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობების რაოდენობის გაზრდის გეგმას; თ) იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული, გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობის საერთო ფართობის 1%-ის განახლებას შენობისთვის ან შენობის ნაწილისთვის განსაზღვრული მინიმალური ენერგეტიკული მახასიათებლების მიღწევის მიზნით; ი) მოსალოდნელი ენერგოდანაზოგების გამოთვლას ენერგოდანაზოგების მონიტორინგის, გაზომვისა და დადასტურების წესების შესაბამისად; კ) გარდაქმნის კოეფიციენტს ენერგიის დაზოგვისა და ენერგიის მოხმარების დაგეგმვისა და ანგარიშგების მიზნებისთვის; ლ) ეესგ-ის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსებს და დაფინანსების სავარაუდო წყაროებს, მათ შორის, სახელმწიფო მხარდაჭერას/ბიუჯეტის მიერ გამოყოფილ სახსრებს, კერძო ინვესტიციას, დონორთა მიერ გამოყოფილ სახსრებს ან სხვა წყაროს. 3. სამინისტროს მიერ შემუშავებული ეესგ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას ყოველ 3 წელიწადში. 4. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ეესგ-ს სამინისტრო წარუდგენს სამდივნოს. მისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს წინა წლისთვის განსაზღვრული მიზნების მიღწევის ანალიზს. [მუხლი 9. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
