Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო საიდუმლოების შესახებმუხლი 1

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:უსაფრთხოების კონტრაქტებითავდაცვის შესყიდვებიუსაფრთხოების დაშვებასახელმწიფო და კონსტიტუციური დანაშაულებიდაცვის სტრატეგიებიIT მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456788¹91011121313¹1414¹151617

1.სახელმწიფო საიდუმლოება – ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებში არსებული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ ან დაკარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და რომელიც ამ კანონით ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით წინასწარ დასაიდუმლოებულია ან მიჩნეულია სახელმწიფო საიდუმლოებად და სახელმწიფოს მიერ დაცვას ექვემდებარება.

2.საიდუმლოობის ხარისხი – კატეგორია, რომელიც აღნიშნავს ინფორმაციის მნიშვნელობას, ზიანს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მისმა გამჟღავნებამ ან დაკარგვამ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ხარისხს და სახელმწიფოს მიერ მისი დაცვის დონეს.

3.საიდუმლოობის გრიფი – რეკვიზიტი, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხს.

4.სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემა – სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად გამოყენებული საიდუმლოობის დაცვის საშუალებები და მეთოდები, აგრეთვე ამ მიზნით განხორციელებული ღონისძიებები.

5.დასაიდუმლოება – ამ კანონით დადგენილი წესით ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევა.

6.განსაიდუმლოება – სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისათვის ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების მოხსნა.

7.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია – დამუშავებული ან დამუშავების პროცესში მყოფი ცნობა/ინფორმაცია ან მატერიალური საგანი (მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა), რომელიც საჭიროებს უნებართვო მოპყრობისაგან დაცვას, შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემს/ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.

8.ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაცია – ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) მიერ დადგენილი და შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინფორმაცია.

8¹.ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია − ევროპის კავშირის უსაფრთხოების კლასიფიკაციით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია ან მასალა, რომლის უნებართვოდ გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს ევროპის კავშირის ან მისი წევრი ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფოს ინტერესებისთვის სხვადასხვა ხარისხის ზიანის მიყენება.

9.ინფორმაციის გაცნობის საჭიროება – პრინციპი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოების გაცნობის ან/და ინფორმაციის მიღების უფლება ენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც, თავისი სამსახურებრივი, პროფესიული ან/და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობიდან გამომდინარე, აქვს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დადასტურებული საჭიროება.

10.სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება – ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული სუბიექტების სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე მათი არჩევისთანავე/დანიშვნისთანავე.

11.სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, სახელმწიფო ორგანოსათვის/იურიდიული პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

12.სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

13.ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, იურიდიული პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა.

13¹.ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება − ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, იურიდიული პირისთვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა.

14.ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა.

14¹.ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისთვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა.

15.შემოწმების პროცედურა – სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვებისათვის და სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვებისათვის სანდოობისა და საიმედოობის დასადგენად სათანადო სახელმწიფო ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალური ღონისძიებების განხორციელება.

16.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი მოპყრობა – სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაკავშირებით ნებისმიერი შესაძლო მოქმედების განხორციელება, კერძოდ, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შექმნა, დამუშავება, შეგროვება, გადაცემა, ტრანსპორტირება, შენახვა, დაცვა, გამოყენება, აღრიცხვა, საიდუმლოობის ხარისხის შეცვლა, განსაიდუმლოება, დაარქივება ან განადგურება.

17.საიდუმლო კონტრაქტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) – მხარეებსა და კონტრაქტორს ან კონტრაქტორსა და ქვეკონტრაქტორს შორის დადებული კონტრაქტი (ხელშეკრულება, შეთანხმება), რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ან რომლის საფუძველზედაც შეიძლება შეიქმნას ასეთი ინფორმაცია. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2610 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო საიდუმლოება – ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებში არსებული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ ან დაკარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და რომელიც ამ კანონით ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით წინასწარ დასაიდუმლოებულია ან მიჩნეულია სახელმწიფო საიდუმლოებად და სახელმწიფოს მიერ დაცვას ექვემდებარება. 2. საიდუმლოობის ხარისხი – კატეგორია, რომელიც აღნიშნავს ინფორმაციის მნიშვნელობას, ზიანს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მისმა გამჟღავნებამ ან დაკარგვამ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ხარისხს და სახელმწიფოს მიერ მისი დაცვის დონეს. 3. საიდუმლოობის გრიფი – რეკვიზიტი, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხს. 4. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემა – სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად გამოყენებული საიდუმლოობის დაცვის საშუალებები და მეთოდები, აგრეთვე ამ მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. 5. დასაიდუმლოება – ამ კანონით დადგენილი წესით ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევა. 6. განსაიდუმლოება – სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისათვის ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების მოხსნა. 7. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია – დამუშავებული ან დამუშავების პროცესში მყოფი ცნობა/ინფორმაცია ან მატერიალური საგანი (მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა), რომელიც საჭიროებს უნებართვო მოპყრობისაგან დაცვას, შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემს/ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება. 8. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაცია – ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) მიერ დადგენილი და შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინფორმაცია. 8 1 . ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია − ევროპის კავშირის უსაფრთხოების კლასიფიკაციით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია ან მასალა, რომლის უნებართვოდ გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს ევროპის კავშირის ან მისი წევრი ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფოს ინტერესებისთვის სხვადასხვა ხარისხის ზიანის მიყენება. 9. ინფორმაციის გაცნობის საჭიროება – პრინციპი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოების გაცნობის ან/და ინფორმაციის მიღების უფლება ენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც, თავისი სამსახურებრივი, პროფესიული ან/და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობიდან გამომდინარე, აქვს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დადასტურებული საჭიროება. 10. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება – ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული სუბიექტების სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე მათი არჩევისთანავე/დანიშვნისთანავე. 11. სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, სახელმწიფო ორგანოსათვის/იურიდიული პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა. 12. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა. 13. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, იურიდიული პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა. 13 1 . ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება − ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, იურიდიული პირისთვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა. 14. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა. 14 1 . ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისთვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა. 15. შემოწმების პროცედურა – სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვებისათვის და სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვებისათვის სანდოობისა და საიმედოობის დასადგენად სათანადო სახელმწიფო ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალური ღონისძიებების განხორციელება. 16. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი მოპყრობა – სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაკავშირებით ნებისმიერი შესაძლო მოქმედების განხორციელება, კერძოდ, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შექმნა, დამუშავება, შეგროვება, გადაცემა, ტრანსპორტირება, შენახვა, დაცვა, გამოყენება, აღრიცხვა, საიდუმლოობის ხარისხის შეცვლა, განსაიდუმლოება, დაარქივება ან განადგურება. 17. საიდუმლო კონტრაქტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) – მხარეებსა და კონტრაქტორს ან კონტრაქტორსა და ქვეკონტრაქტორს შორის დადებული კონტრაქტი (ხელშეკრულება, შეთანხმება), რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ან რომლის საფუძველზედაც შეიძლება შეიქმნას ასეთი ინფორმაცია. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2610 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 25 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივლ. 2018 – 1 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პირადი საიდუმლოების გაშუქება9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა (მუხლი 157)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კომერციული საიდუმლოების ხელყოფა (მუხლი 202/202¹)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კორუფციული დანაშაულები (მუხლი 332-342) - დაცვა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №8

  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 9სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი და საიდუმლოობის გრიფი
  • 25სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის არსი
  • 29სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა ან/და გადაცემა

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
  • 2სადაზვერვო საქმიანობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 21სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა
  • 22სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში

პოლიციის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 27⁴სახელმწიფო საიდუმლოება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 313სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 2ტერმინების განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27⁴313232229252921221
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საიდუმლოები…სადაზვერვო საქმიანობის…საქართველოს სახელმწიფო…პოლიციის შესახებსაქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026