საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად არასაკმარისია ამ კოდექსის 243-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გარეშე განახორციელოს გადასახადის გადამხდელის/სხვა ვალდებული პირის სალაროდან (ნაღდი ფულის შენახვის ადგილიდან) ნაღდი ფულის ამოღება აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად აუცილებელი ოდენობით.
2.პირის სალაროდან ან სხვა სათავსიდან ამოღებული ნაღდი ფული იმავე დღეს შეიტანება საბანკო დაწესებულებაში ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – უახლოეს სამუშაო დღეს.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება ფიზიკური პირის საცხოვრებელ ბინაში დაუშვებელია მოსამართლის ბრძანების გარეშე.
These lawyers work in the legal area related to this article.