საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Article 33^1. გადახდის ოპერაცია, როდესაც გადახდის თანხა წინასწარ ცნობილი არ არის
1. თუ საბარათე ოპერაცია ინიციირებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით და გადახდის ოპერაციის შესრულებაზე გადამხდელის მიერ თანხმობის გაცემის მომენტში ცნობილი არ არის გადახდის ოპერაციის ზუსტი თანხა, გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია გადამხდელის საგადახდო ანგარიშზე დაბლოკოს ფულადი სახსრები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელს დასაბლოკი თანხის განსაზღვრულ ოდენობაზე აქვს თანხმობა გაცემული.
2. გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია განბლოკოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაბლოკილი თანხა გადახდის ოპერაციის თანხის ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე და არაუგვიანეს საგადახდო დავალების მიღებისთანავე. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. მუხლი 33 2 . დამატებითი ანაზღაურება ამ თავით გათვალისწინებული ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება არ ზღუდავს საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე სხვა ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. მუხლი 33 3 . მიუღებელი სადეპოზიტო სარგებლის გამოთვლა და რეგრესის უფლება 1. ამ კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 31 1 მუხლის მე-7 პუნქტის, 31 2 მუხლის პირველი პუნქტისა და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის მიუღებელი სადეპოზიტო სარგებლის პროცენტი უნდა იყოს სულ მცირე რეფინანსირების განაკვეთის პროცენტის იდენტური ან მასზე მეტი, ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში.
