საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Article 30^1. საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების და საგადახდო ანგარიშზე წვდომის შეზღუდვა
1. თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაზე თანხმობა გაიცემა საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი გადამხდელთან შეთანხმების საფუძველზე უფლებამოსილია დააწესოს ხარჯვის ლიმიტები ამ ინსტრუმენტით განხორციელებულ ოპერაციებზე.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, ჩარჩოხელშეკრულებაში გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე დაბლოკოს საგადახდო ინსტრუმენტი ამავე ინსტრუმენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული საფუძვლით, საგადახდო ინსტრუმენტის თაღლითური ან/და არაუფლებამოსილი გამოყენების შესახებ ეჭვის არსებობისას, აგრეთვე საკრედიტო ლიმიტის მქონე საგადახდო ინსტრუმენტის შემთხვევაში გადამხდელის მიერ გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის რისკის მნიშვნელოვნად ზრდის შემთხვევაში.
