Article 42. წილებისა და აქციების პრივატიზება
1. წილებისა და აქციების აუქციონი ორი სახისაა: პირობებიანი და უპირობო.
2. წილებისა და აქციების პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით.
3. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზება ხორციელდება ქონების მმართველის მიერ ინიციირებისა და მისი დასაბუთებული წინადადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონის 45 1 მუხლით დადგენილი წესით .
4. ქონების შემძენისათვის წილებისა და აქციების საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.
5. წილებისა და აქციების პრივატიზებისას გამოიყენება ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული პირობები.
6. წილებისა და აქციების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით გირავნობით დატვირთოს შეძენილი წილები და აქციები.
