Article 1. მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის დამატება ჩამონათვალში
1. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების დანართი №4-ით გათვალისწინებული მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ ბრძანების დანართი №4-ით გაუთვალისწინებელი მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დასაშვებია, თუ მასზე დაწესებულებას მიღებული აქვს თანხმობა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრისგან ავტორიზაციისას, ამ პროგრამის აკრედიტაციისას ან თვითშეფასების ანგარიშის წარდგენისას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის ჩამონათვალში დამატების თაობაზე.
