საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს − „საქპატენტს“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად უნდა წარუდგინოს განცხადება და მას უნდა დაურთოს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რის საფუძველზედაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ აღნიშნულ პირს საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში დაარეგისტრირებს. ზემოაღნიშნული განცხადების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საქართველოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს − „საქპატენტს“ წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საქართველოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.
These lawyers work in the legal area related to this article.