Article 7. განსაკუთრებული უფლების ფარგლები
1. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არ აქვს უფლება, აუკრძალოს მესამე პირს, სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს: ა) საკუთარი სახელი ან/და მისამართი, თუ მესამე პირი ფიზიკური პირია; ბ) სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც არაგანმასხვავებელუნარიანია ან არის საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის ან დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლის აღმნიშვნელი; გ) დაცული სასაქონლო ნიშანი, თუ ის აუცილებელია საქონლის იდენტიფიცირებისთვის ან საქონელზე მითითებისთვის, კერძოდ, საქონლის დანიშნულების მისათითებლად, მათ შორის, თუკი ამ სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონელი გამოიყენება, როგორც შემადგენელი ან სათადარიგო ნაწილი.
2. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს ამ დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იქნა უშუალოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე. ეს წესი არ მოქმედებს, თუ საქონლის თვისებები შეიცვალა, ხარისხი გაუარესდა ან არსებობს ამ აკრძალვისათვის სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი სასაქონლო ნიშანს სამეწარმეო საქმიანობის კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპის დაცვით იყენებს. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სასაქონლო ნიშნების შესახებ
