1.თამბაქოს მოწევა აკრძალულია: ა) ნებისმიერი დანიშნულების , გარდა ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა; ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა გემის ან სხვა სანაოსნო საშუალების ღია სივრცისა); ბ 1 ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) მასში არასრულწლოვანის ყოფნისას; გ ) საგანმანათლებლო ( ზოგადსაგანმანათლებლო , უმაღლესი საგანმანათლებლო , პროფესიული საგანმანათლებლო ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო - სააღმზრდელო დაწესებულებების , სხვა სასწავლო დაწესებულებების , ბიბლიოთეკების , მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების , ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა - ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე ( გარდა ამ მუხლის 1 5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ), აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ; დ ) სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა - ნაგებობებში და ამ დაწესებულებების ტერიტორიებზე , გარდა ამ მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისა და ამავე მუხლის 1 5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ; ე) ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება; ვ) სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია. 1 1 . თამბაქოს მოწევა ნებადართულია შემდეგ შენობა-ნაგებობებში: ა) ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის); ბ) თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; გ) ს აქართველოს იუსტიციის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება); დ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში (მხოლოდ ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა და სიგარილისა); ე) სამორინეში; ე 1 ) სათამაშო აპარატების სალონში , რომლის მოწყობის ნებართვისთვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით და რომელშიც განთავსებულია არანაკლებ 20 სათამაშო აპარატი ; ვ) აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, ამ მუხლის 1 3 პუნქტით დადგენილი წესით; ზ) წინასწარი დაკავების იზოლატორში; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში; ი ) პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისთვის განკუთვნილ შენობა - ნაგებობაში მხოლოდ მსახიობის ან / და შემსრულებლის მიერ , სპექტაკლის ან / და თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს , რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით . ამასთანავე , სპექტაკლის ან / და თეატრალური წარმოდგენის დაწყების წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მავნე ზემოქმედების შესახებ . 1 2 . სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი მხარდაჭერის მიმღები ან მძიმედ ავადმყოფი პაციენტისთვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული დაწესებულების სხვა ნაწილისგან/ტერიტორიისგან და უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. ასეთი პაციენტისთვის თამბაქოს მოწევა, აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით, დასაშვებია პალატაშიც, თუ ის იზოლირებულია სხვა პაციენტებისგან. 1 3 . აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს და რომელშიც არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის წესი, აგრეთვე სპეციალური მოსაწევი ოთახისთვის სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 1 4 . პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 1 5 . უმაღლესი საგანმანათლებლო , პროფესიული საგანმანათლებლო , სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ტერიტორიებზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას ( ადგილებში ). აღნიშნული დაწესებულების ტერიტორიაზე ასეთი ადგილების რაოდენობა 3- ს არ უნდა აღემატებოდეს , ხოლო თითოეული ადგილის ფართობი 20 კვადრატულ მეტრზე მეტი არ უნდა იყოს .
7.აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით , სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით , მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით , გარდა ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრისა , ამ მუხლის 1 1 პუნქტის „ ი “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და „ რეკლამის შესახებ “ საქართველოს კანონის 8 2 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული , თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ტელე - ან რადიორგოლის ჩვენებისა .
8.დაწესებულება (იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და მუნიციპალიტეტის ორგანო) ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ამ კანონით დადგენილი თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა; ბ) არ დაუშვას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, აეროზოლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება; გ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას განათავსოს თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის თაობაზე, აგრეთვე იმ ფიზიკური პირის/დაწესებულების საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში; ე) არ დაუშვას თამბაქოს მოწევა, ხოლო თამბაქოს მოწევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა.
9.საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შესაბამის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესები და აღკვეთოს ამ წესების შეუსრულებლობის ფაქტები. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3121 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7015-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1349 – ვებგვერდი, 31.12.2021წ. საქართველოს 2025 წლის 28 მაისის კანონი №596 – ვებგვერდი, 29.05.2025წ. მუხლი 10 1 . სიგარაბარის მოწყობის ნებართვა და სანებართვო პირობები 1. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გაცემას , გაუქმებას , მასში ცვლილების შეტანას , უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური ( შემდგომ − შემოსავლების სამსახური ).
2.სიგარაბარის მოწყობის ნებართვა გაიცემა 4 წლის ვადით.
3.აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული სიგარაბარის მოწყობის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა.
4.აკრძალულია სიგარაბარში ჩუქების, გაყიდვის ან გასინჯვის მიზნით მომხმარებლისთვის რაიმე პროდუქტის შეთავაზება, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა და სიგარილისა, აგრეთვე სასმლისა.
5.აკრძალულია სიგარაბარში არასრულწლოვნის შეშვება.
6.სიგარაბარის მესაკუთრე ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საკონტაქტო ინფორმაცია.
7.სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად შემოსავლების სამსახურისთვის წარსადგენ განცხადებას , „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის 25- ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა , უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია : ა ) შესაბამისი დაწესებულების ( მეწარმე სუბიექტის ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ; ბ ) დოკუმენტები , რომლებითაც დასტურდება , რომ სიგარაბარი განლაგებული იქნება იზოლირებულ შენობაში ან შენობის იზოლირებულ ნაწილში , შენობის სხვა ნაწილებთან დაკავშირებული იქნება ყრუ კედლით , ექნება ცალკე შესასვლელი , სავენტილაციო სისტემა და სიგარის კვამლი ვერ მოხვდება შენობის სხვა ნაწილში ან სხვა შენობა - ნაგებობაში ; გ ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სავენტილაციო სისტემის გამართული მუშაობის თაობაზე ; დ ) ელექტროდამატენიანებელი აპარატის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ; ე ) ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლებისთვის ( დასაქმებულებისთვის ) თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა და მოხმარების წესების სწავლების თაობაზე .
8.სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გამცემს ნებართვის მიღებიდან 1 წლის შემდეგ და ყოველ მომდევნო წელს წარუდგინოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაბამისი წლის მიხედვით მისი წლიური ბრუნვის არანაკლებ 15 პროცენტს სიგარის რეალიზაციით მიღებული თანხა შეადგენდა. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 28 მაისის კანონი №596 – ვებგვერდი, 29.05.2025წ. მუხლი 10 2 . პასუხისმგებლობა სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის 1. სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით.
2.სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების კვლავ შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
4.თუ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდის მიუხედავად, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელი კვლავ არ ასრულებს სანებართვო პირობებს, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ. ამ ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5.ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და საქმის განხილვის უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ პირს .
6.ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ხოლო სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
Change comparison· previous → current wording
1. თამბაქოს მოწევა აკრძალულია: ა) ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა; ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა გემის ან სხვა სანაოსნო საშუალების ღია სივრცისა); ბ 1 ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) მასში არასრულწლოვანის ყოფნისას; გ ) საგანმანათლებლო ( ზოგადსაგანმანათლებლო , უმაღლესი საგანმანათლებლო , პროფესიული საგანმანათლებლო ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო - სააღმზრდელო დაწესებულებების , სხვა სასწავლო დაწესებულებების , ბიბლიოთეკების , მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების , ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა - ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე ( გარდა ამ მუხლის 1 5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ), აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ; დ ) სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა - ნაგებობებში და ამ დაწესებულებების ტერიტორიებზე , გარდა ამ მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისა და ამავე მუხლის 1 5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ; ე) ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება; ვ) სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია. 1 1 . თამბაქოს მოწევა ნებადართულია შემდეგ შენობა-ნაგებობებში: ა) ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის); ბ) თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; გ) ს აქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება); დ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში (მხოლოდ ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ“„ა.ბ1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა);სიგარისადა სიგარილისა); ე) სამორინეში; ე 1 ) სათამაშო აპარატების სალონში , რომლის მოწყობის ნებართვისთვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით და რომელშიც განთავსებულია არანაკლებ 20 სათამაშო აპარატი ; ვ) აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, ამ მუხლის 1 3 პუნქტით დადგენილი წესით; ზ) წინასწარი დაკავების იზოლატორში; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში; ი ) პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისთვის განკუთვნილ შენობა - ნაგებობაში მხოლოდ მსახიობის ან / და შემსრულებლის მიერ , სპექტაკლის ან / და თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს , რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით . ამასთანავე , სპექტაკლის ან / და თეატრალური წარმოდგენის დაწყების წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ . 1 2 . სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი მხარდაჭერის მიმღები ან მძიმედ ავადმყოფი პაციენტისთვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული დაწესებულების სხვა ნაწილისგან/ტერიტორიისგან და უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. ასეთი პაციენტისთვის თამბაქოს მოწევა, აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით, დასაშვებია პალატაშიც, თუ ის იზოლირებულია სხვა პაციენტებისგან. 1 3 . აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს და რომელშიც არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის წესი, აგრეთვე სპეციალური მოსაწევი ოთახისთვის სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 1 4 . პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 1 5 . უმაღლესი საგანმანათლებლო , პროფესიული საგანმანათლებლო , სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ტერიტორიებზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას ( ადგილებში ). აღნიშნული დაწესებულების ტერიტორიაზე ასეთი ადგილების რაოდენობა 3- ს არ უნდა აღემატებოდეს , ხოლო თითოეული ადგილის ფართობი 20 კვადრატულ მეტრზე მეტი არ უნდა იყოს . 2. (ამოღებულია - 17.05.2017, №859). 3. (ამოღებულია - 17.05.2017, №859). 4. (ამოღებულია - 17.05.2017, №859). 5. (ამოღებულია - 17.05.2017, №859). 6. (ამოღებულია - 17.05.2017, №859). 7. აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით , სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით , მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით , გარდა ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრისა , ამ მუხლის 1 1 პუნქტის „ ი “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და „ რეკლამის შესახებ “ საქართველოს კანონის 8 2 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული , თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ტელე - ან რადიორგოლის ჩვენებისა . 8. დაწესებულება (იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და მუნიციპალიტეტის ორგანო) ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ამ კანონით დადგენილი თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა; ბ) არ დაუშვას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, აეროზოლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება; გ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას განათავსოს თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის თაობაზე, აგრეთვე იმ ფიზიკური პირის/დაწესებულების საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში; ე) არ დაუშვას თამბაქოს მოწევა, ხოლო თამბაქოს მოწევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა. 9. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შესაბამის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესები და აღკვეთოს ამ წესების შეუსრულებლობის ფაქტები. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3121 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7015-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1349 – ვებგვერდი, 31.12.2021წ. საქართველოს 2025 წლის 28 მაისის კანონი №596 – ვებგვერდი, 29.05.2025წ. მუხლი 10 1 . სიგარაბარის მოწყობის ნებართვა და სანებართვო პირობები 1. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გაცემას , გაუქმებას , მასში ცვლილების შეტანას , უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური ( შემდგომ − შემოსავლების სამსახური ). 2. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა გაიცემა 4 წლის ვადით. 3. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული სიგარაბარის მოწყობის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა. 4. აკრძალულია სიგარაბარში ჩუქების, გაყიდვის ან გასინჯვის მიზნით მომხმარებლისთვის რაიმე პროდუქტის შეთავაზება, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ“„ა.ბ1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა,სიგარისადა სიგარილისა, აგრეთვე სასმელისა.სასმლისა. 5. აკრძალულია სიგარაბარში არასრულწლოვნის შეშვება. 6. სიგარაბარის მესაკუთრე ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საკონტაქტო ინფორმაცია. 7. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად შემოსავლების სამსახურისთვის წარსადგენ განცხადებას , „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის 25- ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა , უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია : ა ) შესაბამისი დაწესებულების ( მეწარმე სუბიექტის ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ; ბ ) დოკუმენტები , რომლებითაც დასტურდება , რომ სიგარაბარი განლაგებული იქნება იზოლირებულ შენობაში ან შენობის იზოლირებულ ნაწილში , შენობის სხვა ნაწილებთან დაკავშირებული იქნება ყრუ კედლით , ექნება ცალკე შესასვლელი , სავენტილაციო სისტემა და სიგარის კვამლი ვერ მოხვდება შენობის სხვა ნაწილში ან სხვა შენობა - ნაგებობაში ; გ ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სავენტილაციო სისტემის გამართული მუშაობის თაობაზე ; დ ) ელექტროდამატენიანებელი აპარატის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ; ე ) ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლებისთვის ( დასაქმებულებისთვის ) თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა და მოხმარების წესების სწავლების თაობაზე . 8. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გამცემს ნებართვის მიღებიდან 1 წლის შემდეგ და ყოველ მომდევნო წელს წარუდგინოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაბამისი წლის მიხედვით მისი წლიური ბრუნვის არანაკლებ 15 პროცენტს სიგარის რეალიზაციით მიღებული თანხა შეადგენდა. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 28 მაისის კანონი №596 – ვებგვერდი, 29.05.2025წ. მუხლი 10 2 . პასუხისმგებლობა სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის 1. სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით. 2. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების კვლავ შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად. 4. თუ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდის მიუხედავად, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელი კვლავ არ ასრულებს სანებართვო პირობებს, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ. ამ ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და საქმის განხილვის უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ პირს . 6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ხოლო სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
The story of this article· 7
The amendments this article has been through
Restrictions on smoking are modified to allow smoking in licensed cigar bars, but *only* for cigars and cigarillos (as defined in Article 3). Prohibitions on offering free samples or sales within the cigar bar are also clarified, excluding cigars/cigarillos.
The change refers back to Article 5's paragraph 2 'i', reiterating the prohibition of selling tobacco products for free or below cost, including in military rations.
Clarifies smoking ban in public transport (excluding open areas of ships); prohibits smoking in vehicles with minors present; strengthens requirements for businesses regarding smoke residue *and* the presence of ashtrays/chilums. Expands scope of enforcement.
Establishments are now explicitly obligated to enforce tobacco control measures (prohibition/restriction) within their premises and surrounding territories, including implementing rules, posting signage, and actively preventing smoking.
The list of places where smoking is prohibited is expanded to include penitentiary facilities under the Ministry of Justice and temporary detention centers under the Ministry of Internal Affairs. Regulations for tobacco use in penitentiaries are now subject to a decree by the Minister of Justice.
CitationRelated by meaningრეკლამის შესახებთამბაქოს კონტროლის შეს…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ადმინისტრა…ჯანმრთელობის დაცვის შე…საზოგადოებრივი ჯანმრთე…