საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Always up-to-date legal framework
1.ალკოჰოლური სასმელების სმა სტადიონზე, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა და იმ ადგილებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელები ჩამოსხმით იყიდება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 150 ლარამდე ოდენობით.
2.საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება), − გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე ოდენობით.
3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ჯარიმა არასაკმარისად ჩაითვლება, − ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. მუხლი 171 1 . თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების მიერ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა და სადაც თამბაქოს მოწევა აკრძალულია, თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დაუმტკიცებლობა, შესაბამისი შენობა-ნაგებობის ან/და ტერიტორიის ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის თაობაზე შესაბამისი წარწერისა და ნიშნის, აგრეთვე შესაბამისი საკონტაქტო პირის/დაწესებულების შესახებ საკონტაქტო ტელეფონის ნომრის და სხვა ინფორმაციის განუთავსებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის აღუკვეთელობა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2 1 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3.ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა იმ შენობა - ნაგებობაში , მათ შორის , მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში , რომელიც საერთო ქონებაა ( ვესტიბიული , სადარბაზო , დერეფანი , კიბის უჯრედი , სარდაფი , სხვენი , სახურავი , ლიფტი და სხვა ), შესაბამისი დაწესებულების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტში , სადაც მოწევა აკრძალულია , − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 4 1 . ამ მუხლის მე -3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
5.„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის (სატრანსპორტო საშუალების) (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების დარღვევის აღუკვეთელობა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 6 1 . ამ მუხლის მე -5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. 6 2 . მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების დარღვევის აღუკვეთელობა მასში არასრულწლოვანის ყოფნისას − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 6 3 . ამ მუხლის 6 2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 6 4 . ამ მუხლის 6 2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
7.რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის (სატრანსპორტო საშუალების) მესაკუთრის/მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესების აღუკვეთელობა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8.ამ მუხლის მე -7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 8 1 . ამ მუხლის მე -7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
9.(ამოღებულია – 13.12.18, №3957) .
10.(ამოღებულია – 13.12.18, №3957 ).
11.(ამოღებულია – 13.12.18, №3957) .
12.(ამოღებულია – 13.12.18, №3957) . საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3136 – სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.234 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4126 – სსმI,№75,27.12.2010 წ.,მუხ.486 საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5368 – ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3957 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1350 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
These lawyers work in the legal area related to this article.