1.ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება: ა) ეხება თუ არა განაცხადი ამ კანონის მე-16 ან მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ობიექტს; ბ) აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) აკმაყოფილებს თუ არა გამოგონება ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 1 1 . (ამოღებულია - 16.05.2023, №2883) . 1 2 . (ამოღებულია - 16.05.2023, №2883) . 1 3 . (ამოღებულია - 16.05.2023, №2883) .
2.(ამოღებულია).
3.(ამოღებულია).
4.ამ კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმების − სიახლისა და საგამომგონებლო დონის შესაფასებლად ინსტრუქციით დადგენილი წესით ტარდება ძიება.
5.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემოწმების შემდეგ საქპატენტი განმცხადებელს უგზავნის ძიების ანგარიშსა და ექსპერტიზის დასკვნას. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. მუხლი 35 1 . პატენტის გაცემის თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება 1. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ექსპერტიზის ჩამტარებელი უფლებამოსილია ინსტრუქციით დადგენილი წესით მოსთხოვოს განმცხადებელს განაცხადში ცვლილების ან შესწორების შეტანა ან განმარტების წარდგენა.
2.საქპატენტი იღებს დასაბუთებულ უარყოფით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე, თუ: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განაცხადში ცვლილების ან შესწორების შეტანის მიუხედავად, განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით არ შეიტანს განაცხადში ცვლილებას ან შესწორებას ან არ წარადგენს განმარტებას. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
