1.განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურების შემდეგ საქპატენტი ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება განაცხადის სისრულე და გაფორმების სისწორე და ამ კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
2.საქპატენტი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას ატარებს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურების დღიდან ერთი თვის ვადაში.
3.ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფუძველზე საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ ან განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და აცნობებს განმცხადებელს.
