გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.პირი უფლებამოსილია სამინისტროს სისტემაში ელექტრონული საჩივარი წარადგინოს სამსახურის ან სამინისტროს ვებ-გვერდის საშუალებით, რაც მას არ ართმევს უფლებას საგადასახადო დავის განმხილველ ორგანოსთან კომუნიკაცია აწარმოოს წერილობითი ფორმით.
2.სამსახურის ვებგვერდის საშუალებით წარდგენილი ელექტრონული საჩივარი და თანდართული დოკუმენტები ითვლება მომჩივნის მიერ ხელმოწერილად და დანომრილად.
3.პირს ინფორმაცია მის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის ეტაპებისა და განხილვის შედეგების შესახებ მიეწოდება მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, რაც არ ათავისუფლებს საგადასახადო დავის განმხილველ ორგანოს ვალდებულებისგან, მომჩივანს წერილობით შეატყობინოს საჩივრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
4.ელექტრონული საჩივარი ინახება საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემაში, რომელიც არის სამინისტროს დავების განხილვის სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით მიღებულ საჩივრებთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების ამსახველი მონაცემების ერთობლიობა.
5.საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემაში დაცული ინფორმაცია/დოკუმენტაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს ადმინისტრაციული წარმოების მასალების სახით. თავი IV �საჯარო ფორმით კომუნიკაცია
The amendments this article has been through
Introduction of SMS notifications regarding the status of submitted complaints for resident taxpayers (excluding non-residents).
amending act №5957649Details how electronic complaints are processed and how taxpayers will receive updates on their status via SMS.
amending act №4675518These lawyers work in the legal area related to this article.