1.გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების ზედმეტად გადახდილი თანხა.
2.გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს: ა) საგადასახადო ორგანო, რომელსაც წარედგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ; ბ) პირის რეკვიზიტები � სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი; გ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველი; დ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შინაარსი; ე) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა .
