„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
Article 10. ბიუჯეტების ხარჯები
ყველა დონის ბიუჯეტის ხარჯები იყოფა კაპიტალურად და მიმდინარე ხარჯებად. კაპიტალური ხარჯებს მიეკუთვნება ყველა ის საბიუჯეტო ასიგნება, რომლებიც მიემართება საინვესტიციო და საინოვაციო პროგრამებს და ღონისძიებებს, აგრეთვე, კაპიტალის გადიდებასთან დაკავშირებული ყვედა სხვა ხარჯები. მიმდინარე ხარჯებს მიეკუთვნება ყველა სხვა დანარჩენი ხარჯი. ბიუჯეტების ყველა ხარჯი უნდა აისახოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშებზე, კანონით განსაზღვრული პრიორიტეტების დაცვით. დაუშვებელია ბიუჯეტების ხარჯებში თანხების აღრიცხვა როგორც ხაზინის, ასევე გადამხდელების მომსახურე კომერციულ ბანკებში შესაბამის ანგარიშებზე მათი სრულფასოვანი ასახვის გარეშე. საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2211-სსმI,№26(33),05.07.1999წ.,მუხ.137
