Article 4. საქმიანობის ნუსხა , რომელზეც ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას
საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა შემდეგი სახის საქმიანობისათვის: ა) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს; ბ) საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს; გ) საზღვაო სამგზავრო გადაყვანა – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის უწყებას; დ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ.ა.“. „ნ.ბ“, „ ნ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის სფეროში – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამი-ნისტროს; ე) საშემფასებლო საქმიანობა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს; ვ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობა (გარდა ნავთობის, გაზის, მიწის რესურსებისა და ტყის სარგებლობისა) – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს; ზ) გარემოს დაცვის საქმიანობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს; თ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების საქმიანობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს; ი) სამთო მოპოვებისა და სამთამადნო საქმიანობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს; კ) გეოლოგიური საქმიანობა – საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის დეპარტამენტს.
