„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი
Article 6. ლიცენზირებადი საქმიანობის სახეები და ლიცენზიის გამცემი ორგანოები
ლიცენზირებადი საქმიანობის სახეები და შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ორგანოებია: ა) სადაზღვევო საქმიანობა და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური; ბ) საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა – საქართველოს ეროვნული ბანკი; გ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალური დეპოზიტარის საქმიანობა – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია; დ) სამედიცინო საქმიანობა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; დ 1 ) ფარმაცევტული საქმიანობა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – წამლის სააგენტო; ე) საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო; ვ) აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობა – საქართველოს განათლების სამინისტრო; ზ) აუდიტორული საქმიანობა – საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო; თ) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება და შეკეთება – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი; ი) იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადება, შეკეთება და მათით ვაჭრობა – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; კ) საზღვაო სამგზავრო გადაყვანა – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია; ლ) საბაჟო ბროკერისა და საბაჟო გადამზიდველის საქმიანობა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი; მ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ნ) კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს პროდუქციის წარმოების სფეროში: ნ.ა) ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის წარმოება – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – „სამტრესტი“; ნ.ბ) ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მათ შორის, მინერალური წყლის, სასაქონლო პროდუქციის წარმოება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – „საქმინხილწყალი“; ნ.გ) ყველა სხვა სახის კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოება – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური; ნ 1 ) თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის სფეროში: ნ 1 .ა) იმპორტიორის ან მწარმოებლის მიერ თამბაქოს ნაწარმის საბითუმო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი; ნ 1 .ბ) სხვა პირის მიერ თამბაქოს ნაწარმის საბითუმო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი; ნ 1 .გ) პირის მიერ თამბაქოს ნაწარმით საცალო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის საგადასახადო ინსპექცია; ნ 1 .დ) თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი. ო) ელექტროენერგიის წარმოება („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მნიშვნელობით), გადაცემა, დისპეტჩერიზაცია, განაწილება, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, რეიმპორტი; ბუნებრივი გაზის მიწოდება, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, რეიმპორტი, ტრანსპორტირება და განაწილება – საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია; პ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობა –საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; ჟ) ვეტერინარიის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებისა და ვაჭრობის სფეროში: ჟ.ა) ვეტერინარული საქმიანობა, მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა საკვების წარმოება და ვაჭრობა, სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების ფუნქციონირება – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი; ჟ.ბ) პესტიციდების წარმოება და ვაჭრობა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახური; ჟ.გ) აგროქიმიკატების წარმოება და ვაჭრობა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური; რ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობა, ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება, ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირება („ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო; ს) საშემფასებლო საქმიანობა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო; ტ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა (გარდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ და „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; უ) გარემოსდაცვითი საქმიანობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ფ) გარემოზე ზემოქმედების შეფასებითი საქმიანობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ქ) სამთომოპოვებითი და სამთამადნო საქმიანობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ღ) ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; ყ) გეოლოგიური საქმიანობა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; შ) (ამოღებულია); ჩ) რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია; ც) აგროქიმიურ და ნიადაგის დაცვისა და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური; ძ) სამყნობი, სათესლე და სარგავი მასალების წარმოება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო; წ) მეცხოველეობის სფეროში სანაშენე საქმიანობა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მეცხოველეობისა და სანაშენე საქმის დეპარტამენტი. საქართველოს 2002 წლის 19 ივნისის კანონი №1521 – სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.89 საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1861 – სსმI, №3, 17.01.2003წ., მუხ.13 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2176 – სსმI, №15, 04.06.2003წ., მუხ.103 საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2394 – სსმI, №18, 24.06.2003წ., მუხ.114 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3006 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.207 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3056 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.218 საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №451 – სსმI, №28, 07.10.2004წ., მუხ.136 საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1135 – სსმI, №13, 12.04.2005წ., მუხ.85 საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1583 – სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.196
