Article 5. საქმიანობის ნუსხა, რომელზეც ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას
საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა შემდეგი სახის საქმიანობისათვის: ა) გარემოს დაცვის ნებართვა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისათვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობის ნებართვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს; გ) ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების, კაზინოების (სამორინეების) მოწყობის ნებართვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს; დ) ტყითსარგებლობის ნებართვა – საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის დეპარტამენტს; ე) ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს; ვ) ბეჭდებისა და შტამპების დამზადების ნებართვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს; ზ) საზღვაო ბუქსირზიდვის (გარდა სანავსადგურო ბუქსირზიდვისა) ნებართვა – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის უწყებას; თ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ყ.ა.“, „ყ.ბ“, „ყ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის სფეროში – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს. თავი III. ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ან უწყების მიერ ლიცენზიის/ნებართვის გაცემის წესი
