1.რეესტრის სუბიექტი ვალდებულია მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის გაუქმებამდე, განადგურებამდე, არქივირებამდე ან გადაცემამდე 30 დღით ადრე შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინოს ციფრული მმართველობის სააგენტოს, რომელიც გასცემს რეკომენდაციას მისი გაუქმების, განადგურების, არქივირების ან გადაცემის მიზანშეწონილობის თაობაზე.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ფორმას და მასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს ადგენს ციფრული მმართველობის სააგენტო. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.






