1.ციფრული მმართველობის სააგენტო/ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არ ახორციელებს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსის რაიმე ფორმით გარჩევას, დამუშავებას ან შეცვლას. იგი ინარჩუნებს ინფორმაციულ ნეიტრალიტეტს.
2.ციფრული მმართველობის სააგენტო/ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არ არის პასუხისმგებელი პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულების შესრულებისთვის იმ ფუნქციების ფარგლებში, რომლებიც გულისხმობს რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზებში, რეესტრებში ან ინფორმაციულ სისტემებში არსებული პერსონალური მონაცემების ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისთვის ხელმისაწვდომობას. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.






