Article 34. შემსყიდველი ორგანიზაციის მოქმედებები
1. შემსყიდველი ორგანიზაცია შემოსულ საჩივარს განიხილავს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე.
2. შემოსულ საჩივრებს განიხილავს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მისი მიერ სპეციალურად უფლებამოსილი პირი.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საჩივარი განიხილოს მისი შემოსვლიდან შვიდი დღის ვადაში.
4. საჩივრის განხილვის შედეგად შემსყიდველ ორგანიზაციას გამოაქვს წერილობითი გადაწყვეტილება, რომელშიც უნდა იყოს მითითებული: ა) გადაწყვეტილების მიღების მიზეზების დასაბუთება; ბ) საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში ის ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება საჩივარში განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
5. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში არ გამოიტანს გადაწყვეტილებას, ან საჩივრის შემტანი არ დაკმაყოფილდება გამოტანილი გადაწყვეტილებით, მას აქვს უფლება საჩივრით მიმართოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ან სასამართლოს. ასეთი საჩივრის შეტანის მომენტიდან შემსყიდველი ორგანიზაცია კარგავს მისი განხილვის უფლებას.
