Article 14. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები
1. ლიცენზირებას ექვემდებარება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის შემდეგი სახეობები: ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შექმნა, მომზადება, გადამუშავება, გაცემა, რეალიზაცია, შეძენა, გამოყენება, შემოტანა, გატანა, აგრეთვე ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოება.
2. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. ლიცენზირების წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის სახეობის შეცვლისას იურიდიული პირი ვალდებულია აიღოს ლიცენზია ახალ საქმიანობაზე.
