Article 13. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის განხორციელების წესები
1. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შენახვისა და განადგურების, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალების გადაზიდვის წესებს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების მომზადების, აღრიცხვის, გაცემის, რეალიზაციის, განაწილების, შეძენისა და გამოყენების, აგრეთვე ფსიქოტროპული ნივთიერების წარმოების, ფარმაცევტული წარმოებისათვის საჭირო დანადგარების ლეგალური ბრუნვის განხორციელების წესებს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
3. უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შენახვისა და განადგურების წესებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. თავი III ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში საქმიანობის ლიცენზირება
