Article 14. პროფესიული საიდუმლოება
1. რეგისტრატორს და სარეგისტრაციო სამსახურში დასაქმებულ პირს უფლება არა აქვს გაავრცელოს ან არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენოს სხვის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, აგრეთვე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ეს ვალდებულება ძალაში რჩება რეგისტრატორის და სარეგისტრაციო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც.
2. სხვის პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის და ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელების ან არასამსახურებრივი მიზნით გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. კარი მეორე თავი II. პირველადი რეგისტრაცია
