სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
Article 42. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
1. პირს, რომელიც არ შეასრულებს ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას ან არ დაიცავს სხვა სახელმწიფოსათვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემისათვის დადგენილ შეზღუდვას, დაეკისრება კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც: ა) დაასაიდუმლოებს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ბ) უსაფუძვლოდ დაასაიდუმლოებს ინფორმაციას; გ) საიდუმლოობის გრიფს აღნიშნავს ინფორმაციის შემცველზე, რომელიც არ არის ან აღარ არის სახელმწიფო საიდუმლოება; დ) დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის ამ კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს; ე) არ გააკონტროლებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას.
