ნასყიდობის, ჩუქების, გაცვლის და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის, ჩუქების, გაცვლის ხელშეკრულება ან სამკვიდრო მოწმობა; ბ) საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; დ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (აღნიშნული არ მოითხოვება სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას).
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Article 29. ნასყიდობის, ჩუქების, გაცვლის და მემკვიდრეობის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების შემდგომი რეგისტრაცია
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 15 Jan 2010
Topics:Share Transactions


