Article 31. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია
საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირებელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა უძრავი ნივთის განკარგვის შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (აუქციონის, კონკურსის და პირდაპირი განკარგვის დროს); ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
