Article 32. სამისდღეშიო რჩენის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების წარმოშობის, მასში ცვლილებების და შეწყვეტის რეგისტრაცია
1. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების წარმოშობის, მისი ცვლილებების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს: ა) სანოტარო წესით დამოწმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება (უფლების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ცვლილების რეგისტრაციისას); სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი (შეწყვეტის რეგისტრაციისას); ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
2. სარჩენის უძრავ ნივთზე მარჩენალის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ვალდებულების გრაფაში შესაბამისი ჩანაწერით, რომელიც უქმდება სარჩენის გარდაცვალების შემთხვევაში. აღნიშნულ შემთხვევაში მარჩენალმა უნდა წარადგინოს სარჩენის გარდაცვალების მოწმობა.
