საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
Article 61. ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვა
1. სარკინიგზო ქსელზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთსა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტებს იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომ − დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) რკინიგზასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ მუშაობას, სახანძრო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობასა და ხანძრების ლიკვიდაციას უზრუნველყოფს რკინიგზა.
2. იმ ტვირთის ნუსხას, აგრეთვე სარკინიგზო ტრანსპორტის იმ ობიექტებს, რომელიც/რომლებიც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაცვასა და თანხლებას მოითხოვს, ადგენს/განსაზღვრავს რკინიგზა დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვისთვის სათანადო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3. იმ ტვირთს, რომელიც განსაკუთრებული პირობებით გადაიზიდება, იცავს და აცილებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებისა“ და „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის“ შესაბამისად. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1402 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი
