ტერორისტული აქტების თავიდან აცილებისა და ტვირთების მონიტორინგის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ელექტრონული დაკვირვების (ვიდეოდაკვირვების) სისტემის ბაზაზე უზრუნველყოფენ ვიდეოდაკვირვების ერთიან სისტემაში სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ჩართვას, რომლებიც აღჭურვილი არიან ანალოგიური სისტემით; ბ) ახორციელებენ აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზის ცენტრალური და საკვანძო სადგურების, მეტროპოლიტენის სადგურების, ხიდების, საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილების და სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვას; გ) ვიდეოდაკვირვების ერთიან სისტემაში ჩართვის მიზნით ახორციელებენ სასაზღვრო გამტარი პუნქტების, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიების სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვას; დ) უზრუნველყოფენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გავლით შემომავალი და გადაადგილებული ტვირთების მონიტორინგს, იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის აღკვეთას და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან ერთად ახორციელებენ საეჭვო ტვირთების გახსნას და დათვალიერებას/მონიტორინგს. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3964 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
Article 5. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ტვირთების მონიტორინგი
Compare versions
ტერორისტული აქტების თავიდან აცილებისა და ტვირთების მონიტორინგის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ელექტრონული დაკვირვების (ვიდეოდაკვირვების) სისტემის ბაზაზე უზრუნველყოფენ ვიდეოდაკვირვების ერთიან სისტემაში სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ჩართვას, რომლებიც აღჭურვილი არიან ანალოგიური სისტემით; ბ) ახორციელებენ აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზის ცენტრალური და საკვანძო სადგურების, მეტროპოლიტენის სადგურების, ხიდების, საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილების და სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვას; გ) ვიდეოდაკვირვების ერთიან სისტემაში ჩართვის მიზნით ახორციელებენ სასაზღვრო გამტარი პუნქტების, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიების სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვას; დ) უზრუნველყოფენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გავლით შემომავალი და გადაადგილებული ტვირთების მონიტორინგს, იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის აღკვეთას და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან ერთად ახორციელებენ საეჭვო ტვირთების გახსნას და დათვალიერებას/მონიტორინგს. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3964 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.

