Article 18. სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის გაცემის საფუძველი
სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს: ა) იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის წერილობითი განცხადება; ბ) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; გ) იურიდიული პირისთვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას: გ.ა) სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; გ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 27 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი); დ) ინდივიდუალური მეწარმისთვის: დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის/მისთვის უფლების ჩამორთმევის, მისი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; დ.ბ) სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 27 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი); დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე მათი სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა, ორგანიზაციის რეკომენდაცია, ამ კანონის 27 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გამოცდის ჩაბარების ცნობა ან იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესებთან დაკავშირებით გადამზადების ან სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი); ე) ცნობა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვის შესახებ; ვ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს იმავე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი; ზ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკ ომენდაცია; ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა (ცნობა) იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაიცემა ხმოვან (აკუსტიკურ) იარაღზე, გაზის აეროზოლურ მოწყობილობაზე ან/და ელექტროშოკურ მოწყობილობაზე. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1971 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.260 საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2427 – ვებგვერდი, 27.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონი №3671 - ვებგვერდი, 04.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3702 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5756 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4169 – ვებგვერდი, 29.05.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.
