Article 35^5. შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დროებითი რეგულირება
ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიები გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც სათანადო საქმიანობები ხორციელდება, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში). საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. მუხლი 35 6 . ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის, ელექტროშოკური მოწყობილობის რეგულირების დროებითი წესი 2026 წლის 1 თებერვლამდე შეძენილი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, აგრეთვე გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარება, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობით თანხმობას (ცნობას). საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ. თავი IX დასკვნითი დებულებანი
