შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Article 28. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის დაყენებაზე უფლებამოსილი პირი და ასეთი მოთხოვნით განცხადების წარდგენის წესი
1. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში განცხადების წარდგენა შეუძლიათ: ა) ნაშვილების ბიოლოგიურ მშობელს (მშობლებს), თუ შვილად აყვანა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით; ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ ეს აუცილებელია ნაშვილების ინტერესების დასაცავად.
2. დაინტერესებული პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ შვილად აყვანა არ შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს და იგი უნდა გაუქმდეს, ამის თაობაზე აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომელიც წყვეტს შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით განცხადების სასამართლოში წარდგენის საკითხს.
3. განცხადება შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარედგინება სასამართლოს მშვილებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. თუ მოსარჩელე არის ნაშვილების ბიოლოგიური მშობელი (მშობლები) და მისთვის (მათთვის) უცნობია მშვილებლის ვინაობა, განცხადება შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარედგინება სასამართლოს ამ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
