1.სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით, ხოლო გადაწყვეტილებას შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ − სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილება ეგზავნება მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
