1.
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ პირებს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება აქვთ იმის მიუხედავად, შეასრულებენ თუ არა ამ ვალდებულებას სხვა პირები.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პირები დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავენ ამ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი წესით, ბავშვის დაბადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
4.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს ამ კანონის XII თავით დადგენილი წესით, დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე შეტყობიდან ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში.
5.ბავშვის მშობელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ბავშვის დაბადების თაობაზე მიმართავს ბავშვის დაბადებიდან 1 თვის ვადაში. დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მშობელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს ამ კანონის XII თავით დადგენილი წესით.
6.სხვა სახელმწიფოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის შემთხვევაში დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.
7.ამ კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირი თავის საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი №5101 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1263 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
1. დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება ეკისრებათ: ა) სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ ბავშვი ამ დაწესებულებაში დაიბადა; ბ) პირს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა, მაგრამ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში არც ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან , თუ მან ბავშვის დედას სამედიცინო დაწესებულების გარეთ მშობიარობისას გაუწია დახმარება; გ) ბავშვის მშობელს, თუ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულმა პირებმა არ განაცხადეს ბავშვის დაბადების შესახებ, აგრეთვე თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ან სხვა სახელმწიფოში; დ) მუნიციპალიტეტის მერისგამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე; ე) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელს, თუ პირი, რომლის დაბადებაც არ არის რეგისტრირებული, ამ ორგანოს ან დაწესებულების აღსაზრდელია ან იმყოფება მისი მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ პირებს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება აქვთ იმის მიუხედავად, შეასრულებენ თუ არა ამ ვალდებულებას სხვა პირები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პირები დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავენ ამ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი წესით, ბავშვის დაბადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერისგამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს ამ კანონის XII თავით დადგენილი წესით, დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე შეტყობიდან ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში. 5. ბავშვის მშობელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ბავშვის დაბადების თაობაზე მიმართავს ბავშვის დაბადებიდან 1 თვის ვადაში. დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მშობელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს ამ კანონის XII თავით დადგენილი წესით. 6. სხვა სახელმწიფოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის შემთხვევაში დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. 7. ამ კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის მერისგამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირი თავის საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საქართველოს 201 4 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი № 5101 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1263 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
The amendments this article has been through
The change specifies that a person authorized by the mayor can register births occurring outside of medical institutions without assistance from those who issue birth certificates.
amending act №3731732The change clarifies that a municipal official can register births occurring outside medical facilities *without* assistance from a certified medical professional.
amending act №3295105Birth registration can now be performed based on conditions outlined in Article 22 when requested through a consulate by a foreign guardianship/custody body.
amending act №2358687Introduces requirements regarding professional insurance when establishing a business entity as per Article 19.1
amending act №1618518These lawyers work in the legal area related to this article.