Article 43. შვილად აყვანის რეგისტრაცია დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში
1. თუ შვილად აყვანის რეგისტრაციამდე გამოვლინდა, რომ სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში არ არის დაცული ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და მის მიმართ შეუძლებელია დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა ან ამ კანონის 85-ე მუხლით გათვალისწინებული ხელახალი რეგისტრაცია, შვილად აყვანის რეგისტრაცია განხორციელდება ნაშვილების დაბადების რეგისტრაციის შემდეგ.
2. იმ ნაშვილების შვილად აყვანის შემთხვევაში, რომლის დაბადება არ არის რეგისტრირებული საქართველოში და რომლის მიმართ შეუძლებელია დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა ან ამ კანონის 85-ე მუხლით გათვალისწინებული ხელახალი რეგისტრაცია, ხორციელდება შვილად აყვანისა და დაბადების ხელახალი რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ახალი (შეცვლილი) მონაცემებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის ან ამ კანონის 85-ე მუხლით გათვალისწინებული ხელახალი რეგისტრაციისათვის. ამ პუნქტით განსაზღვრული წარმოების განმავლობაში ჩერდება ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
