1.საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს იმ პირის მოთხოვნით, რომლის მიმართაც ეს აქტი რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში, ხოლო თუ აღნიშნული პირი გარდაცვლილია – ნებისმიერი პირის მოთხოვნით.
