Article 47. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვა
1. შვილად აყვანის რეგისტრაციის მონაცემების გაცემა ბიოლოგიური მშობლის, მშვილებლისა და სრულწლოვანი ნაშვილების თანხმობის გარეშე დაუშვებელია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მშვილებელი უფლებამოსილია შეზღუდვების გარეშე მიიღოს ინფორმაცია შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ.
3. ნაშვილები უფლებამოსილია შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მიიღოს შეზღუდვების გარეშე, თუ შვილად აყვანის შედეგად მისი მშობლების მონაცემები არ შეცვლილა. ნაშვილებზე შვილად აყვანის მოწმობის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .
4. შვილად აყვანის რეგისტრაციის მონაცემები შეიძლება გაიცეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნით, საგამოძიებო ორგანოს დადგენილების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. თავი V. ქორწინების რეგისტრაცია
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სამოქალაქო აქტების შესახებ
