1.განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვთ: ა) განქორწინების მსურველ მეუღლეებს ერთობლივად; ბ) ერთ - ერთ მეუღლეს, თუ: ბ.ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ; ბ.ბ) მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო - უკვლოდ დაკარგულად; ბ.გ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3347) ; ბ.დ) მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა.
2.განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება მიმართოს განქორწინების მსურველი მეუღლის (მეუღლეების) წარმომადგენელმა. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.






