საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 150^1. ქორწინების იძულება
1. ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ბ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს 201 4 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2704 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2395 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
