Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე კვალიფიციური პარტია, აგრეთვე საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია) არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით, ხოლო ის საარჩევნო ბლოკი, რომელშიც 2 ან 2-ზე მეტი კვალიფიციური პარტიაა გაერთიანებული, დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 150 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 200 ლარის ოდენობით. ის საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის არცერთი კვალიფიციური პარტია, მაგრამ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ ბოლო საპარლამენტო ან ბოლო მუნიციპალიტეტების ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საერთო არჩევნებში, ერთ-ერთში მაინც, მიღებული ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ია ან 3%-ზე მეტია, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით. ერთი საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი თანხა გაიცემა მხოლოდ ამ საარჩევნო უბანზე დანიშნულ წარმომადგენელზე (წარმომადგენლებზე). 1 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შესაბამის საარჩევნო ოლქებსა და საარჩევნო უბნებში არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ იმ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე, რომელთა მიერ წარდგენილი კანდიდატებიც მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსების თანხას ცესკო შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხავს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 3 დღისა. საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია ეს თანხა გადაანაწილოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში შესაბამის წარმომადგენლებზე, ისე, რომ თითოეულ კომისიაში დაფინანსდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლის საქმიანობა.
3.დაფინანსების მქონე საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში წარუდგინოს ცესკოს წერილობითი ინფორმაცია წარმომადგენლების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ათვისების შესახებ. თუ დაფინანსების მქონე საარჩევნო სუბიექტი არ დანიშნავს წარმომადგენელს საარჩევნო კომისიაში ან/და არ მოხდება თანხის სრულად ათვისება, პარტია ვალდებულია ამავე ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.
4.დაფინანსების მქონე საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება შესაბამისი არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამებიდან.
5.საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, რომელიც შეყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ამ მუხლის საფუძველზე მიღებული დაფინანსება არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
These lawyers work in the legal area related to this article.