Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან 5%-ზე მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების დასაფარავად. აღნიშნული საარჩევნო სუბიექტი ასეთ დაფინანსებას მიიღებს საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ამ კანონის საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი 57-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
2.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების დაფინანსების მიღების მიზნით საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნებამდე არაუგვიანეს 38 დღისა.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე შესაბამისი თანხა ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა.
4.საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ შესაბამისი დაფინანსების მიღების უფლება. ამ პუნქტის შესაბამისად პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. ამასთანავე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკისთვის (მიუხედავად საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების რაოდენობისა) განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.
5.თუ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული რომელიმე პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად განაწილდება საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ არჩევნებში მონაწილე პარტიებზე.
6.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს იმავე პუნქტით დადგენილი ოდენობების ფარგლებში მაუწყებელს უნაზღაურებს ცესკო მაუწყებელსა და საარჩევნო სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ცესკოსთვის მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
7.არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან: ა) 5 სამუშაო დღის ვადაში პარტია ვალდებულია ცესკოს წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია ხელშეკრულების საბოლოო შესრულების შესახებ; ბ) 15 სამუშაო დღის ვადაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება, თუ პარტიამ ამ მუხლის შესაბამისად გამოყოფილი თანხა სრულად არ აითვისა. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი №7097 – ვებგვერდი, 04.09.2020წ.
These lawyers work in the legal area related to this article.