1.თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
1.თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით: ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველს შეუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მას წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება; ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო, და ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობას და ამ ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტსა და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შესაბამისობას. შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას და ხელს აწერს ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში, რის შემდეგაც ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღებას. საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ხელს აწერს მის/მათ წინა გვერდზე სათანადო გრაფაში და ბიულეტენს/ბიულეტენებს სპეციალური ბეჭდით ამოწმებს; გ) საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და ავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს) ამ კანონით დადგენილი წესით. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსების შემდეგ ამომრჩეველმა იგი (ისინი) ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა; დ) დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით (ბიულეტენებით) ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საიდანაც დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს და მასში ათავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს). მხოლოდ ამომრჩეველია უფლებამოსილი, საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) მოათავსოს სპეციალურ კონვერტში. საარჩევნო კომისიის წევრს არა აქვს უფლება, გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა; ე) საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება; ვ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს; ზ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი. 2 1 . თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისას დადასტურდა, რომ წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები (გარდა ფოტოსურათისა) შეესაბამება ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამ ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, იგი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ამ მუხლის 2 2 პუნქტით დადგენილი პროცედურის შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. 2 2 . თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ: ა) დაადასტურა ამ მუხლის 2 1 პუნქტში აღნიშნული შეუსაბამობა, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნავს შეუსაბამობის ფაქტს, ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს. ეს ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს თავისი ხელმოწერით; ბ) არ დაადასტურა ამ მუხლის 2 1 პუნქტში აღნიშნული შეუსაბამობა, მაგრამ მას არ დაეთანხმა ამომრჩეველთა რეგისტრატორი, რომელმაც გამოავლინა შეუსაბამობა, ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე იგი ჩაწერს თავის განსაკუთრებულ აზრს და ხელს მოაწერს, რის შემდეგაც საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი იქვე ჩაწერს ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს და ჩანაწერს თავისი ხელმოწერით დაადასტურებს. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს თავისი ხელმოწერით.
3.საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა: ა) საარჩევნო კომისიის წევრისა; ბ) კანდიდატისა; გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა; დ) დამკვირვებლისა; ე) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა.
4.თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, მან ეს უნდა აცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, უნდა ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.
5.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე და სპეციალურ კონვერტში ბიულეტენის (ბიულეტენების) ჩადებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელში მხოლოდ ამ კანონით დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს. ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა.
6.საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია კენჭისყრის დღეს ორჯერ, 12 საათსა და 17 საათზე, გადათვალოს ამომრჩეველთა სიაში კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა და ეს რიცხვი შესაბამისი დროის მინიშნებით შეიტანოს საუბნო საარჩევნო კომისიის სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.
7.თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საუბნო საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე.
8.კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.
9.(ამოღებულია - 04.03.2025, №332) . საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის ორგანული კანონი №2289 - ვებგვერდი, 17.04.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №3904– ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად. 2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით: ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველს შეუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მას წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება; ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო, და ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID-ბარათს), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობას და ამ ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტსა და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შესაბამისობას. შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას და ხელს აწერს ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში, რის შემდეგაც ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღებას. საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ხელს აწერს მის/მათ წინა გვერდზე სათანადო გრაფაში და ბიულეტენს/ბიულეტენებს სპეციალური ბეჭდით ამოწმებს; გ) საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და ავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს) ამ კანონით დადგენილი წესით. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსების შემდეგ ამომრჩეველმა იგი (ისინი) ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა; დ) დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით (ბიულეტენებით) ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საიდანაც დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს და მასში ათავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს). მხოლოდ ამომრჩეველია უფლებამოსილი, საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) მოათავსოს სპეციალურ კონვერტში. საარჩევნო კომისიის წევრს არა აქვს უფლება, გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა; ე) საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება; ვ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს; ზ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი. 2 1 . თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისას დადასტურდა, რომ წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები (გარდა ფოტოსურათისა) შეესაბამება ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამ ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, იგი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ამ მუხლის 2 2 პუნქტით დადგენილი პროცედურის შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. 2 2 . თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ: ა) დაადასტურა ამ მუხლის 2 1 პუნქტში აღნიშნული შეუსაბამობა, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნავს შეუსაბამობის ფაქტს, ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს. ეს ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს თავისი ხელმოწერით; ბ) არ დაადასტურა ამ მუხლის 2 1 პუნქტში აღნიშნული შეუსაბამობა, მაგრამ მას არ დაეთანხმა ამომრჩეველთა რეგისტრატორი, რომელმაც გამოავლინა შეუსაბამობა, ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე იგი ჩაწერს თავის განსაკუთრებულ აზრს და ხელს მოაწერს, რის შემდეგაც საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი იქვე ჩაწერს ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს და ჩანაწერს თავისი ხელმოწერით დაადასტურებს. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს თავისი ხელმოწერით. 3. საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა: ა) საარჩევნო კომისიის წევრისა; ბ) კანდიდატისა; გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა; დ) დამკვირვებლისა; ე) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა. 4. თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, მან ეს უნდა აცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, უნდა ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება. 5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე და სპეციალურ კონვერტში ბიულეტენის (ბიულეტენების) ჩადებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელში მხოლოდ ამ კანონით დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს. ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა. 6. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია კენჭისყრის დღეს ორჯერ, 12 საათსა და 17 საათზე, გადათვალოს ამომრჩეველთა სიაში კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა და ეს რიცხვი შესაბამისი დროის მინიშნებით შეიტანოს საუბნო საარჩევნო კომისიის სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში. 7. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საუბნო საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე. 8. კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ. 9. (ამოღებულიაკენჭისყრის -შენობის 04.03.2025,დაკეტვის №332)შემდეგ .გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილ პირებს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული საარჩევნო უბნის კენჭისყრის შენობაში შეაქვთ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი და საარჩევნო დოკუმენტაცია. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის ორგანული კანონი №2289 - ვებგვერდი, 17.04.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №3904– ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
The amendments this article has been through
Art.65 part 9 repealed.
amending act №6435783Describe your situation — we'll help you find the right specialist.